ახალი ამბები

თებერვლიდან მეტროს 4 რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება – კალაძე

4 დეკემბერი, 2018 • 1136
თებერვლიდან მეტროს 4 რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 2019 წლის თებერვლიდან მეტროს 4 რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება. ამის შესახეებ მან დღეს, 4 დეკემებერს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე ამბობს, რომ აღნიშნულ შემადგენლობებს მერია მეტროსადგურებისა და ვაგონების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაამატებს, რაც მოცდის დროს შეამცირებს და უფრო მეტი მგზავრის გადაყვანის შესაძლებლობას შექმნის.

“თქვენ იცით, რომ სექტემბერში მეტროს 4 ახალი შემადგენლობა დაემატა, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულყოფილად მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი სარგებლობს. თებერვლის თვეში მეტროს კიდევ 4 ახალი რეაბილიტირებული შემადგენლობა დაემატება და ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოცდის დრო შევამციროთ და გავზარდოთ მგზავრთა გადაყვანის რაოდენობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი