ახალი ამბები

შტეფან ფულე: მე მიყვარს ოცნებები

13 ივნისი, 2014 • • 972
შტეფან ფულე: მე მიყვარს ოცნებები

მან ჟურნალისტებს ის საკითხები გააცნო, რაც დავით უსუფაშვილთან განიხილა:

 

“პარლამენტის თავმჯდომარესთან მე მქონდა იმ საუბრის გაგრძელება, რომელიც პრეზიდენტ ბაროზოს ჰქონდა ღარიბაშვილთან. ჩვენ ვისაუბრეთ ამ სამუშაოს [ასოცირების ხელშეკრულების] საპარლამენტო განზომილებაზე, ჩვენ ვისაუბრეთ რატიფიკაციის პროცესზე, როგორც ერთი მხარის პარლამენტის მხრიდან, ისე მეორე მხრიდან. ვისაუბრეთ საქართველოს პარლამენტის სამუშაოებზე, იმპლემენტაციის პროცესზე. ასევე ვისაუბრეთ როგორ ვაპირებთ ხელმოწერას 27 ივნისს, როგორ შეიძლება ურთიერთობების გაძლიერება. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო ძლიერდება ამ ასოცირების ხელშეკრულებით. დაბოლოს, მინდა ვთქვა, მე მიყვარს ოცნებები და ვიცი, რომ ქართველებსაც უყვართ ოცნება. დღეს ჩემი მესიჯი იყო, რომ გააცოცხლეთ თქვენი ოცნებები და გააძლიერეთ მოქალაქეები იმისათვის, რომ მათაც შეძლონ იგივეს გაკეთება”, – აღნიშნა ფულემ.


შტეფან ფულე
შტეფან ფულე

მასალების გადაბეჭდვის წესი