ახალი ამბები

პრემიერი: მარნეულში ვხსნით ისეთ კანდიდატურას, რომელსაც გამარჯვება გარანტირებული აქვს

13 ივნისი, 2014 •
პრემიერი: მარნეულში ვხსნით ისეთ კანდიდატურას, რომელსაც გამარჯვება გარანტირებული აქვს

მთავრობის მეთაურის შეფასებით, კოალიციის პოლიტსაბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტო იყო.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი


“ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მაგალითს, როდესაც მმართველი გუნდი ხსნის საკუთარ კანდიდატურას და მაშინ, როდესაც ამ კანდიდატს გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. ჩვენ ამ ჟესტით “ნაციონალურ მოძრაობას” არ მივეცით ამ მეტად მნიშვნელოვან რაიონში სახიფათო თამაშის და პროვოკაციების წამოწყების საბაბი. ჩვენი გადაწყვეტილრბა უპრეცედენტოა და იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ მაღალ პოლიტიკურ კულტურას საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმა. 


მარნეულში “ქართული ოცნების” კანდიდატი მერაბ თოფჩიშვილი კი აცხადებს, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” განცხადების მიუხედავად, იგი თავის ამომრჩეველს ვერ უღალატებს და კამპანიას აგრძელებს:


“ჩემს მრავალრიცხოვან ამომრჩევლებს, მათ შორის აზერბაიჯანელებს და სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში ჩემი და ქვეყნის ინტერესების გვერდით იდგნენ, მე იმედებს ვერ გავუცრუებ. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას გამარჯვებისთვის”, – განაცხადა თოფჩიშვილმა “იმედთან” საუბარში.




მასალების გადაბეჭდვის წესი