ახალი ამბები

ტამბლერი 17 დეკემბრიდან პორნოგრაფიას დაბლოკავს

3 დეკემბერი, 2018 • 2117
ტამბლერი 17 დეკემბრიდან პორნოგრაფიას დაბლოკავს

17 დეკემბრიდან სოციალური ქსელი ტამბლერი (Tumblr) სამუდამოდ დაბლოკავს ზრდასრულებისთვის განკუთვნილ კონტენტს.

აღნიშნული აკრძალვა ითვალისწინებს გამოკვეთილად სექსუალური შინაარსისა და სიშიშვლის შემცველი კონტენტის წაშლას, მცირე გამონაკლისებით.

აკრძალულ კონტენტში შედის ადამიანების გენიტალიების ფოტოები, ვიდეოები, გიფები და ნებისმიერი მედიაკონტენტი ილუსტრაციების ჩათვლით, რაც სქესობრვი აქტს ასახავს.

გამონაკლისებად მიიჩნევენ კლასიკურ ქანდაკებებსა და პოლიტიკურ პროტესტს, რაც სიშიშვლეს შეიცავს;

ასევე, დაშვებული იქნება ეროტიკული შინაარსის ტექსტი.

როგორც გამოცემა The Verge წერს, კომპანიის ეს ნაბიჯი პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ ყველა თემს გააქრობს პლატფორმაზე და ძირფესვიანად შეცვლის მისი გამოყენების გზებს.

გადაწყვეტილება მოსდევს ეპლის აპლიკაციების მაღაზიიდან (App Store-დან) ტამბლერის აპლიკაციის წაშლას, რაც მოჰყვა ინციდენტს, რომელიც ბავშთა პორნოგრაფიას შეეხებოდა. თუმცა, როგორც The Verge წერს, ეს ნაბიჯი მხოლოდ ამ შემთხვევასთან არაა კავშირში.

“ზრდასრულებისთვის განკუთვნილი კონტენტი ამიერიდან აღარ არის აქ ნებადართული” – დაწერა კომპანიამ 3 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბლოგპოსტსში, სათაურით “უკეთესი, უფრო პოზიტიური ტამბლერი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი