“თვითონ ქალაქში, ვანში, გოგიბერიძის ოჯახი დააყაჩაღეს, მამაკაცი არის დაუთოებული, სახეზე აქვს მრავლობითი ჭრილობები, ყური აქვს მოჭრილი. მათ სახლში შეუვარდნენ. ეს ადამიანი არის მძიმედ, ის ჯერ ჰყავდათ ვანის საავადმყოფოში, შემდეგ კი გადაიყვანეს ქუთაისში”, – განუცხადა პაატა ლეჟავამ “ნეტგაზეთს”. დეპუტატის განცხადებით, მან ეს ინფორმაცია უშუალოდ ოჯახის წევრებისგან მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ყაჩაღობის ფაქტი არ დადასტურდა:
“ყაჩაღობაზე ამ ეტაპზე არ დასტურდება ინფორმაცია, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება”, – აცხადებენ შსს–ში.