“როგორც ჩანს, საჯარო მოხელეებმა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე სრულიად გაიაზრეს ის, რომ სახელმწიფო და პარტია სხვადასხვა რამ არის. ჩვენ შევძელით მთლიანად გაგვემიჯნა მმართველი პარტიის ინტერესები სახელმწიფოსგან. უწყებათაშორისი კომისიის მიზანი სწორედ ეს იყო, რომ საჯარო მოხელე ნეიტრალური, ხოლო პოლიციელი დეპოლიტიზებული ყოფილიყო. საჯარო მოხელეებმა გაითვალისიწნეს, რომ ისინი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და არა რომელიმე პარტიისას. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ და სამინისტროებმა თავისი რეკომენდაციებით, რომლებიც თანამშრომლებზე გაიცა, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა. პოლიტიკური ტემპერატურა ახლა უფრო დაბალია, ვიდრე ეს უყურადღებო მთავრობის დროს იქნებოდა”, – განაცხადა კომისიის თავმჯდმარე თეა წულუკიანმა.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ უწყებათაშორისმა კომისიამ ძალიან მნიშვენლოვანი სამუშაოები სამუშაოები ჩაატარა.
“ჩვენ ძალიან პოზიტიურად ვაფასებთ მის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. ბევრი მათგანი ეყრდნობა იმინფორმაციას, რაც საის მიერ იქნა მიწოდებული, მაგრამ უწყებათაშრისი კომისიის საქმიანობის ეფექტურობა დამოკიდებულია ამ რეკომენდაციების შესრულების ხარისხზე. სასურველი იქნეობდა, რომ ეს რეკომენდაციები უფრო შესრულებულიყო იმ პირების მხრიდან, ვისზეც ისინი გაიცა. ეს კომისიის მანდატის პრობლემა ნაკლებადაა, თუმცა მომავალში შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ კომისიის უფლებამილება გაიზარდოს, რათა მას უფრო ეფექტური მექანიზმებით შეეძლოს გაცემული რეკომენდაიცბეის შესრულების მონიტორინგი”, – განაცხადა კოჟორიძემ.
საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების თემაზე უკვე 2008 წლიდან მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც ახალი ხელისუფლების პირობებში უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა იმ მოტივით, რომ იუსტიციის მინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების წევრია და კომისიის მუშაობის ეფექტიანობა გაიზრდებოდა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლების ერთი ნაწილი მაინც უკმაყოფილოა. მათი თქმით, კომისიის რეკომენდაციები უმეტეს შემთხვევაში არ სრულდება:
“უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის შედეგი არის აბსოლუტურად ნული, ისევე, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის… მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ [თეა] წულუკიანსაც და ქალბატონ [თამარ] ჟვანიასაც თანაგრძნობისა და თანადგომისათვის, მაგრამ ეს უფრო ფსიქოთერაპევტის ფუნქციაა… შედეგები კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ნულის ტოლფასია”, – აცხადებს კახა კუკავა.
“უწყებათაშორისმა კომისიის რეკომენდაციებს არავინ ყურადღებას არ აქცევს და ამის შესახებ არასამთავრობო ოგრნაიზაციებმაც განაცხადეს. მარტივი მაგალითი ავიღოთ, ის პრობლემური სიტუაცია, რომელიც დმანისში შეიქმნა… ამ საკითხზე მთავრობის პოზიცია გააჟღერა არა მინისტრმა წულუკიანმა, რომელსაც ეს ეხება უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარეობის გამო, არამედ კახა კალაძემ. ეს აჩვენებს იმას, თუ როგორ აღიქავმენ უწყებათაშორისი კომისიას მთავრობაში და როგორ აპირებენ მისი რეკომენდაციების შესრულებას”, – აცხადებს ლევან თარხნიშვილი.
მისი თქმით, თუ ხელისუფლებას პარტიების შენიშვნებზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკური ნება არ ექნება, საქმეს არც ის უშველის, უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებს რომ სავალდებულო შესრულების ხასიათი მიენიჭოს და ეს კანონში ჩაიწეროს:
“ეს კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ გაადვილებულიყო კომუნიკაცია მთავრობასთან და პრობლემებზე მყისიერი რეაგირება მომხდარიყო. ეს აზრი ჩაიდო. შეიძლება უფრო შორს წასვლა და კანონში იმის ჩადება, რომ მის რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი მიეცეს, მაგრამ მთავარია პოლიტიკური ნება, რომ ჩატარდეს წესიერი არჩევნები და შეიქმნას ნორმლაური საარჩევნო გარემო. თუ არ ენდომებათ, არც ამ რეკომენდაციებს შესარულებენ და ყოველთვის იპოვნიან გამართლების საშუალებას”.




