ახალი ამბები

88 ქვეყნიდან საქართველო ინგლისური ენის ცოდნით 45-ე ადგილს იკავებს

3 დეკემბერი, 2018 • 2116
88 ქვეყნიდან საქართველო ინგლისური ენის ცოდნით 45-ე ადგილს იკავებს

მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის,  ყველაზე კარგად მას შვედეთში ფლობენ. ეს მაშ შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინგლისური ენის ცოდნის ინდექსის 2018 წლის მონაცემები გამოქვეყნდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან საერთაშორისო გერმანული ენა ყველაზე ცუდად საფრანგეთში იციან.

euronews-ის ინფორმაციით, ინგლისური ენის ცოდნის დონე მსოფლიოს 88 ქვეყანაში ენის შემსწავლელმა საერთაშორისო კომპანიამ, Education First-მა შეისწავლა. ეს ის ქვეყნებია, სადაც ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ორგანიზაციამ ენიც ცოდნის კუთხით ეს ქვეყნები ხუთ კეტეგორიად დაყო:

  1. ძალიან მაღალი;
  2. მაღალი;
  3. საშუალო;
  4. დაბალი;
  5. ძალიან დაბალი.

ადამიანების ცოდნის შეფასება იზომებოდა ენის “ძალიან კარგიდან” “ძალიან დაბალ” დონემდე. უმაღლესი კატეგორიაში მოსახვედრად ადამიანს თავისუფლად უნდა შეძლებოდა რთული ტექსტების გაგება. კითხვასთან ერთად, ამავე კატეგორიაში სალაპარაკო უნარებიც ფასდებოდა. ამ შემთხვევაში ადამიანს თავისუფლად უნდა ესაუბრა, მაგალითად, სამუშაო გარემოში ან მოლაპარაკების პროცესში. რაც შეეხება ცოდნის ძალიან დაბალ კატეგორიას, ამ შემთხვევაში ადამიანს ინგლისურად უნდა შეძლებოდა საკუთარი თავის წარდგენა. მაგალითად, ვინ იყო და ა.შ. ჯამში, Education First-მა 1.3 მილიონი ადამიანის ინგლისური ენის ცოდნის დონე შეისწავლა.

შვედეთის შემდეგ ინგლისურს ყველაზე კარგად ჰოლანდიაში ფლობენ, 2018 წლის ინდექსში ქვეყანა მეორე ადგილს იკავებს. Education First-ის ინფორმაციით, ეს საერთაშორისო ენა ყველაზე ცუდად ლიბიაში იციან.

რაც შეეხება საქართველოს, ინდექსის თანახმად, ქვეყანა დაბალ კატეგორიაში მოხვდა. ინდექსში 88 ქვეყნიდან საქართველო 45-ე ადგილს იკავებს. ჩვენს რეგიონში ინგლისურის ცოდნის დონით საქართველო თურქეთსა და აზერბაიჯანს უსწრებს, თუმცა ევროპაში დაბალი შეფასება ჩვენ გარდა მხოლოდ ალბანეთს აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი