ახალი ამბები

“მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების კუთხით ევროკავშირი 50-მილიონიან პროგრამას ამზადებს”

13 ივნისი, 2014 •
“მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების კუთხით ევროკავშირი 50-მილიონიან პროგრამას ამზადებს”

დღეს, 13 ივნისს სასტუმრო “რადისონში” მიმდინარე საინვესტიციო კონფერენციაზე ბაროზომ იმ ბენეფიტებზე ისაუბრა, რომელსაც, მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირება მისცემს”

 

“რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? ეს არის ყველა საექსპორტო გადასახადის სრული ლიკვიდაცია. ეს ვაჭრობის ლიბერლიზაციის თვალსარისით ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმაა, რომელიც ევროკავშირს ვინმესთან განუხორციელებია. იმპორტიორებისთვის  შეღავათები ორივე მხრიდან დაახლოებით 9 მილიონ ევროს მიაღწევს. ვიზალიბერლაიზაცია თავის რეფორმებთან ერთად ძალიან მალე მოიტანს ექსპორტის ზრდას, დაახლოებით 12 პროცენტით. ეს არა მხოლოდ ჩვენ მიერ დათვლილი რიცხვია, არამედ დამოუკიდებელი კვლევების შეფასება. მშპ-ს ზრდა 4,3 პროცენტით პროგნოზირდება. კიდევ ერთი მნიშვენელოვანი ელემენტი საქართველოს სამეწარმეო სფეროა, საქართველო ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შეძლებს კომპანიის შექმნას, კომპანიის ფილიალის შექმნას და შეზღუდული დროით კვალიფიციური ქართველი პერსონალის ჩამოყვანას, რათა ევროპაში იმუშაონ. ბიზნესსტრუქტურების შექმნის თავისუფლება –  მათაც ექნებათ ევროპის ბაზარზე შესვლის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესპროვაიდერები ევროკავშირის ტერიტორიაზე შეძლებენ სერვისების მიწოდებას. ისეთი პროფესიის ადმაიანებს, როგორებიც მენეჯერები და თარჯიმნები არიან, ევროკავშირში მუშაობა შეეძლებათ, თუმცა შეზღუდული პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა ბაროზომ და დასძინა, რომ ევროკავშირის ბაზრის გახსნა ხელშეკრულების მხოლოდ ერთი ნაწილია. იმ მარეგულირებელი სტანდარტების დანერგვა, რაც ხელშეკრულებაში მოცემული, საკვების პროდუქტებისა და სამრეწველო საქონლის უსაფრთხოების თვალსაზრისით თვითონ საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნება.

 

“შიდა შესყიდვების სისტემის მოდერნიზაცია  საქართველოს ევროპის შესყიდვების მარკეტისაკენაც გაუკვალავს გზას, ეს ძალიან მნიშვენლოვანი სექტორია და გახსნის ბიზნესშესაძლებლობებს  ქართული კომაპნიებისთვის. საქართველოს ექნება წვდომა ევროკავშირის სხვადასხვა ტენდერებზე. ბიზნესმა უნდა გამოიყენოს ეს შანსი და ჩვენ ამაში დაგეხმარებით, 52 მილიონი ევროა ამისთვის გამოყოფილი 2007-2013 წლებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. ევროკავშირი 50 მილიონი ევროს პროგრამას ამზადებს იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის მიმართულების შესრულებაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს… ფოკუსირება მცირე და საშუალო საწარმოებზე მოხდება, იმისათვის, რომ ისინი ახალ მარეგულირებელ გარემოს მოერგონ”, – განაცხადა ბაროზომ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი