“სულ რაღაც 18 თვეში შევძელით ის, რომ დღეს საქართველში რეალური დემოკრატიაა. ის, რა ბრალდებებიც მოდის ოპოზიციისგან, სრული სიცრუეა. დაგვისახლონ ერთი ფაქტი, რომელზეც არ არის საქმე აღძრული. ყველა აგებს პასუხს ჩადენილ დანაშაულზე. დასახელებული 80 ფაქტიდან 76 საერთოდ არ დადასტურდა. “ნაციონალურ მოძრაობას” წინასწარ ჰყავდა შერჩეული ისეთი კანდიდატები, რომლებიც მოხსნიდნენ კანდიდატურებს და ატეხდნენ აჟიოტაჟს, თითქოს მათზე ზეწოლა განხორციელდა. ეს არის მტკნარი სიცრუე და ნებისმიერი ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დამნაშავე პასუხს აგებს. მივმართავ ყველას, საერთაშორისო თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატებს, მაქსიმალურად დეტალურად შეისწავლონ ეს ფაქტები, რომ ერთი კითხვაც არ დარჩეს. ამომრჩეველს მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი დემოკრატიული არჩევნებისკენ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.





