ღარიბაშვილმა BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიით დიანტერესებული არ არის, რის გამოც პრმეიერმა კრიტიკა დაიმსახურა:
“ჩემი და ჩვენი გუნდის თითოეული ქმედება და განცხადება მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების დაცვისა და გაძლიერებისკენ”.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების თითოეული სიტყვა არის ასჯერ გაზომილი და მიმართულია მხოლოდ სახელმწიფოს გაძლიერებისკენ.
“ნაკლებად მაინტერესებს, რას იფიქრებს ოპოზიცია. ჩემთვის მთავარია, რას იფიქრებს მოსახლეობა და როგორ იქნრბა ჩვენი ხალხი. ჩვენ ყველანი ვფიქრობთ, როგორ გავაძლიეროთ ქვეყანა და პასუხისმგებელი ვართ ამომრჩევლის წინაშე. ერთი რელობაა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მეორე ის, რომ რუსეთი ამ რეგიონების ანექსიით დაინტერესებული არ არის”, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერის ინტერვიუ ბი-ბი-სისთან:




