ახალი ამბები

საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა – ნათელაშვილი

1 დეკემბერი, 2018 • 2418
საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა – ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის განცხადებას აკრიტიკებს, რომლითაც ილია მეორე აღნიშნავს, რომ არეჩევნების შემდეგ, “დღემდე დამარცხებულმა მხარემ არ ცნო გამარჯვება სალომე ზურაბიშვილისა”.

შალვა ნათელაშვილი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ამგვარი შედეგით დამთავრებაში “განსაკუთრებული წვლილი” საპარტრიარქოსაც მიუძღვის, სასულიერო პირებისთვის კი მრევლი “კარგა ხანია, ამომრჩეველია”. ნათელაშვილმა აქვე გააკრიტიკა პატრიარქის ფონდის უფროსის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გეგმა.

“მოდით რა თავს ნუ მოივტყუებთ და ნურც ღმერთთან შევცოდავთ ფარისევლობით,ვაღიაროთ,რომ საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტია საპატრიარქოა.სწორედ ამიტომაა რომ ამერიკის ახლადმოვლენილი ელჩი შეხვდა არა პოლიტიკურ ძალებს, არამედ უპირველესად ეწვია პატრიარქს. საპრეზიდენტო არჩევნების ამგვარ სავალალოდ დამთავრებაშიც კვლავ შეიტანა განსაკუთრებული წვლილი ამ ინსტიტუტმა.

ჩვენი სულების გადარჩენაზე ლოცვის ნაცვლად მამაოები ივანიშვილის გადასარჩენად კარდაკარ დაიარებოდნენ,მრევლი მათთვის კაი ხანია ამომრჩეველია. ნაცების ეკონომიკის ექს-მინისტრმა ამჟამად საპატრიარქოს ჩინოვნიკმა ჟვანიამაც დაირტყა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეფის პოსტი.მე მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებს—რა განსხვავებაა ირანის აიათოლათა რეჟიმსა და საქართველოს შორის”, – აღნიშნავს ის.

დამარცხებულმა მხარემ დღემდე არ ცნო ზურაბიშვილის გამარჯვება – ილია II

მასალების გადაბეჭდვის წესი