ახალი ამბები

წულუკიანი: ენმ–ს მიერ კანდიდატების დაყენება და მოხსნა შესაძლოა წინასწარ იყო დაგეგმილი

12 ივნისი, 2014 •
წულუკიანი: ენმ–ს მიერ კანდიდატების დაყენება და მოხსნა შესაძლოა წინასწარ იყო დაგეგმილი

“”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატმა – კახა კილაძემ განმარტა, რომ მის მიერ კანდიდატურის დაყენება და შემდეგ მოხსნა წინასწარ იყო შეთანხმებული ნაციონალურ მოძრაობასთან და რომ ის ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ხედავს. მოვუწოდებ მთავარ პროკურატურას, რომ გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა გამოირკვეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წინასწარ დაგეგმილ სცენარს კანდიდატების დაყენების, ხოლო შემდეგ მოხსნის შესახებ ვითომ ზეწოლის მოტივით”, – განაცხადა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით მოკვლევა ჩატარდა წინასაარჩევნო შესაძლო ზეწოლის 80 ფაქტზე, მათ შორის ერთ–ერთი იყო ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის დეპუტატობის კანდიდატის კახა კილაძის საქმე. პროკურატურის ინფორმაციით, კახა კილაძემ განმარტა, რომ კანდიდატურა თავიდავე ფორმალურად დააყენა მისი მეგობრის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის – მიხეილ გოგოტიშვილის თხოვნით, რომელმაც მას აუხსნა, რომ რეგისტრაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ნებისმიერ დროს შეეძლო კანდიდატურის მოხსნა.


თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

მასალების გადაბეჭდვის წესი