ახალი ამბები

ავთანდილ ბერიძე მედეა ვასაძეზე: მე ამ სატელეფონო ზარში კანონის დარღვევას ვერ ვხედავ

12 ივნისი, 2014 •
ავთანდილ ბერიძე მედეა ვასაძეზე: მე ამ სატელეფონო ზარში კანონის დარღვევას ვერ ვხედავ

„მე ამ სატელეფონო ზარში დანაშაულის ნიშნებს და კანონის დარღვევას ვერ ვხედავ. ვერ აღმოვაჩინე კანონის ის მუხლი, რომელიც იქნა დარღვეული. სხვა ყველაფერი შეფასების სხვა კრიტერიუმებში გადადის და ამაზე მოგვინებით მოგახსენებთ,“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

 

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ 25-ე არხის ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს 8 ივნისს, ტელეეთერში გაშვებული საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“- ტრანსლირების შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.  

 

 აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა.

ავთანდილ ბერიძე
ავთანდილ ბერიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი