ახალი ამბები

ანონსი – 12 ივნისი

11 ივნისი, 2014 • • 1137
ანონსი – 12 ივნისი
11:00 – პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
 
11:00 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები და საარჩევნო გარემო. 
 

11:30 –  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისსში ზურაბ ჭიაბერაშვილის პრეს–კონფერენცია გაიმართება. 

11:30- “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი რამაზ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22


11:45 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისსში ზურაბ ჯაფარიძის პრეს–კონფერენცია გაიმართება.

12:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არჩევნები და წინასაარჩევნო დაპირისპირებები. 

12:00 – “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო გოგუაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22

12:00- მთავრობის წევრები, პარლამენტარები, თურქეთიდან მოწვეული სტუმრები და შესაბამისი დარგის ექსპერტები 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს დაათვალიერებენ.  
 

12:00 – ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების პრეზენტაციის ღონისძიებას გახსნის. 

12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი რომეო საჯაია რომან შამათავას საქმეზე განცხადებას გააკეთებს. 


18.00 – კამპანია “ქალაქი ამბობს” ფარგლებში მზიურის ტერიტორიაზე  აქცია – კონცერტი გაიმართება.


 
18:00 – თერჯოლაში, სპორტდარბაზში, დავით ბაქრაძის და ირმა ნადირაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ.
 

19:00 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”  წევრი გიგი უგულავა გურჯაანში, სოფელ კარდერნახსა და ველისციხეში ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს.

 

20:00 – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით  მცხეთაში, გუჯარის დარბაზის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება აქცია-პრეზენტაცია „გვაქვს უთვალავი ფერითა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი