ახალი ამბები

სტიქია დას. საქართველოში: ყველაზე რთული ვითარება ქუთაისშია

1 დეკემბერი, 2018 • 2262
სტიქია დას. საქართველოში: ყველაზე რთული ვითარება ქუთაისშია

სტატია განახლდა მონაცემების შეცვლის შესაბამისად, 01:15-ზე.

დასავლეთ საქართველოში კვლავ ძლიერი ქარია. 30 ნოემბერს გააქტიურებული სტიქიის შედეგად დაზიანებულია შენობები, ავტომანქანები და ელექტროსადენები, მოგლეჯილია ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, 00:00 საათის მონაცემებით, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინებაა შესული. აქედან, 350 შეტყობინება იმერეთიდან, 110 – სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, 15 კი- გურიიდან.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთში ძლიერი ქარის შედეგად ორი მოქალაქე მსუბუქად დაშავდა, ერთი ავტომანქანა კი დაზიანდა. ქარმა სახურავი ახადა 46 შენობას, 44 ხე კი წააქცია. დაზიანებულია ელექტროსადენები,

უმეტეს შემთხვევაში, სამაშველო სამსახურს მოქალაქეები ქალაქ ქუთაისიდან მიმართავენ, სადაც სტიქიამ ყველაზე რთული ვითარება შექმნა. ქალაქიდან უწყებაში 250 შეტყობინება შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ჯამში, იმერეთში  ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას კი სახურავი ახადა.

სტიქიამ პრობლემები ქუთაისის აეროპორტსაც შეუქმნა: სამი რეისი გაუქმდა, რიგა-ქუთაისის ლაინერი კი უამინდობის გამო თბილისში დაეშვა.

რაც შეეხება გურიას: საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურს ყველაზე მეტჯერ ლანჩხუთიდან მიმართეს, სადაც, უწყების ინფორმაციით, ძირითადად, ელექტროსადენები დაზიანდა.

“სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 500 მეხანძრე-მაშველი”, – ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი