ახალი ამბები

ზემო მლეთაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

11 ივნისი, 2014 •
ზემო მლეთაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან

მისი ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლირებადია და ჩამოწოლილ ღვარცოფს მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია.


“დაზიანებულია მცირე ხიდ-ბოგირი და დროებით შეფერხდა სატრანსპორტო მოძრაობა. ამჟამად სტიქიის ზონაში გზა ყველა მიმართულებით გაწმენდილია და განვლადობის პრობლემა, ფაქტობრივად, არ არსებობს. ადგილზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის  ხელმძღვანელისგან   შესაბამისი ინსტრუქცია მიიღეს.  ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ზემო მლეთაში სტიქიისგან მიყენებული ზარალის უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს,”- აცხადებენ სამინისტროში. 


მასალების გადაბეჭდვის წესი