ახალი ამბები

სეტყვამ წალკასა და თეთრიწყაროში სოფლები დააზარალა

11 ივნისი, 2014 • • 1914
სეტყვამ წალკასა და თეთრიწყაროში სოფლები დააზარალა

სამინისტროს ინფორმაციით, ძლიერმა სეტყვამ წალკის მუნიციპალიტეტში ძველი საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ასევე, შიდა სასოფლო გზებზე ქვა ჩამოიშალა, რამაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დროებითი შეფერხება გამოიწვია.

 

“ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ამ დროისათვის მოძრაობა ყველა მიმართულებით აღდგენილია. საქართველოს რეგიონული განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სრულად ფლობს და საჭიროების შემთხვევაში, აქტიურად ჩაერთვება პროცესების მართვასა და სტიქიისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში,”- აცხადებენ უწყებაში. 

 

ზარალს სტიქიის ზონაში სპეციალური კომისია ითვლის. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ორდღიან სეტყვას ინფრასტრუქტურული მიმართულებით მნიშვნელოვანი ზარალი არ გამოუწვევია.

 

 

რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, ძლიერი სეტყვის შედეგად 4 სოფელი დაზარალდა.

 

“ამ დროისათვის ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ არის, თუმცა განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხეხილი. ზარალს ადგილზე სპეციალური კომისია ითვლის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იმყოფება და საჭიროების შემთხვევაში პროცესებში დაუყოვნებლივ ჩაერთვება.”


სოფელი სამღერეთი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; ფოტო: ნესტან წულუკიძე
სოფელი სამღერეთი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი; ფოტო: ნესტან წულუკიძე


მასალების გადაბეჭდვის წესი