ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის ოპოზიციის 12 მოთხოვნა ხელისუფლებას

11 ივნისი, 2014 •
სომხეთის ოპოზიციის 12 მოთხოვნა ხელისუფლებას

ოპოზიციის მოთხოვნები მთიანი-ყარაბაღის საკითხს, ქვეყნის შიდა პოლიტიკას, საკანონმდებლო ხარვეზებსა და ხელისუფლების საქმიანობის შეეხება. 

 

ერთ-ერთი მოთხოვნა შეეხება დაგროვებითი საპენსიო სისტემის კომპონენტის გაუქმებასა და მოქალაქეებისთვის უკვე დაქვითული ფულის უკან დაბრუნებას.


გარდა ამისა, ოპოზიცია სომხეთში მიიჩნევს, რომ აუცილებელია, როგორც მინიმუმ, სამჯერ შემცირდეს გადასახადები სავაჭრო ბრუნვაზე და შეჩერდეს საზღვარზე დღგ-ს დაწესების პროცესი, ასევე გაორმაგდეს სოფლის მეურნეობის წარმოების მოცულობა; დამტკიცდეს ქარხანა “ნაირითის” ჩაშვების პროგრამა, მიეცეთ წარმოებაში დასაქმებულ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება.  


გარდა ამისა, ოპოზიციური კოალიცია მოითხოვს მიღებული იყოს საკანონმდებლო პაკეტი მონოპოლიების ლიკვიდაციის შესახებ; მიეცეს ოპოზიციას კონტროლის ფუნქციები; არ მოეწეროს ხელი არც ერთი დოკუმენტს, რომელიც მთიან-ყარაბაღს საფრთხეს შეუქმნის. 


 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი