ახალი ამბები

კალაძე ბურჯანაძეს: გვახსოვს, 26 მაისს სპეცრაზმმა კორიდორი რომ გაგიკეთათ და გარბოდით

11 ივნისი, 2014 •
კალაძე ბურჯანაძეს: გვახსოვს, 26 მაისს სპეცრაზმმა კორიდორი რომ გაგიკეთათ და გარბოდით

“ჩვენ ბევრი დემაგოგიური განცხადებები მოვისმინეთ ქალბატონი ბურჯანაძისა და ნაციონალრუი მოძრაობისაგან. არ უნდა გაგვიკვირდეს ეს ერთნაირი პათოსი, რადგან ისინი ერთი გუნდის წევრები არიან. მე მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონი შემოვიარე, ყველა რაიონსა და ქალაქში ვიყავი და ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობის ყველა ნარჩენი ბურჯანაძის ახლანდელ პარტიაშია გადაბარგებული. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ქალბატონი ბურჯანაძე სააკაშვილის გუნდის წევრი იყო და ახლა გვესაუბრება, რომ თითქოს პარლამენტიდან წამოსვლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ქალბატონო ნინო, სიმართლე უთხარით მოსახლეობას. 2008 წელს თქვენ წამოხვედით იმის გამო, რომ სააკაშვილმა გაგათავისუფლათ, რადგან საპარლამენტო არჩევნებისას საარჩევნო სიებზე ვერ მოილაპარაკეთ. ეს იყო რეალობა.

 

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს [2011 წლის] 26 მაისს, როდესაც ახალგაზრდა ბიჭებს ხელკეტებით სცემდნენ, თქვენი ესკორტი… როგორ გაგიკეთათ კორიდორი ნაციონალური მოძრაობის სპეცრაზმმა და როგორ გარბოდით… იქ კი ხალხი როგორ იხოცებოდა და რა დღეში იყო. ერთ ადამიანს, ერთ ოჯახს თუ მაინც მიაქციეთ ყურადღება? გაეცით პასუხი იმ ადამიანებს, ვისაც ხელკეტები მოხვდათ, ვინც გააუბედურეს და გააპარტახეს”, – განაცხადა კალაძემ რუსთავის 2-ის ტოქშოუ “არჩევანში”.

 

კალაძე ბურჯანაძის წინააღმდეგ - 11.06.14
კალაძე ბურჯანაძის წინააღმდეგ – 11.06.14

მასალების გადაბეჭდვის წესი