11 საათზე, ვიცე–პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, აზერბაიჯანული კომპანიის „სოკარ ჯორჯია გაზი“-ის და გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ახლადაშენებულ გაზსადენს გახსნის.
11:00 სთ-ზე, ცესკოში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება მის: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
11 საათი – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა უელსის პარლამენტის თავმჯდომარესთან, როზმარი ბატლერთან მონაწილეები: თბილისი, იუსტიციის სახლი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ- ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
11:30 სთ-ზე_”პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი პაატა ჯიბლაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 – სასტუმროში, რადისონ ბლუ ივერია ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა აგრძელებს მედიამონიტორინგის ინიციატივის მხარდაჭერას 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე და გიწვევთ პრეზენტაციაზე, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული ტელე, რადიო, ბეჭდური და ონლაინ მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგები.
12:00 საათზე, გერმანიაში წარმატებულ გასტროლთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია საერთაშორისო პროექტ ”კამერტონის” საქართველოს წარმომადგენლობის ახალგაზრდა მუსიკოსებს შეხვდება.
12:00 სთზე – “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის შეხვედრა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებთან მონაწილეები: თბილისი, სასტუმრო “ჰოლიდეი ინ“, “ლივინგ რუმ“.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზის რუსთავის მერობის კანდიდატი ალექსანდრე კობაიძე არჩევნების შესაძლეო გაყალბების კონკრეტულ სქემებზე საგანგებო პრესკონფერენციას განართავს.
14;00 – საერთო სამოქალაქო მოძრაობა – მრავალეროვანი საქართველო არჩევნების დღის სიმულაციას ჩაატარებს. ასევე შედგება ორგანიზაციის არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისიის პრეზენტაცია და არჩევნების დღეს მედიასთან ეფექტური კომუნიკაციის სქემის წარდგენა ჟურნალისტებისთვის. მისამართი: უზნაძის ქ. 117, I სადარბაზო, I სართული (თავდაცვის სამინისტროს შესასვლელთან).
14:00 საათზე, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა – 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ და უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს შეხვდებიან. ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი. მისამართი: კოსტავას 77.
14:55 – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან, მიმი კოდჰელთან თბილისი, იუსტიციის სახლი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.
16 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) გიწვევთ პრეზენტაცია-დისკუსიაზე: პოლიტიკური პარტიების სოციალური და ეკონომიკური პლატფორმების ძირითადი აქცენტები. პრეზენტაცია გაიმართება კლუბ „ფრონტლაინ-ჯორჯიაში“ მისამართზე ლადო ასათიანის ქ.62 (სოლოლაკი).
19:30 – კინოთეატრ ამირანში ზაზა რუსაძის ფილმის “ჩემი საბნის ნაკეცის” თბილისური პრემიერა გაიმართება.




