ფონდის დაფუძნების დებულებას ხელი დღეს, 10 ივნისს აფხაზეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოეწერა.
“ფონდის საქმიანობის მთავარი მიზანი აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაა, კერძოდ, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების ქვეყნის ფარგლებს გარეთ განათლების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, კულტურისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე, განსაკუთრებული ნიჭის მქონე აფხაზეთიდან დევნილი პირების შემოქმედების წარმოჩენის ხელშეწყობა,”- განაცხადა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, რომელიც ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელია.
ფონდი 33-მა ადამიანმა დააფუძნა, მათ შორის არიან აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პარლამენტარი გოგი ქავთარაძე.
როგორც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, სოლიდარობის ფონდში პირველ ეტაპზე გარკვეული პერიოდულობით ფონდის წევრები გარკვეულ საწევრო შენატანს ჩარიცხავენ.





