არჩევნები ამ სტანდარტით მეტჯერ აღარ უნდა ჩატარდეს – მარგველაშვილი

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხმა მკვეთრად დაიწია. ამასთან, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და წარმატება უსურვა.

“გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებითა და  სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასების ანალიზის საფუძველზე, მინდა შეშფოთება გამოვხატო არჩევნების მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნის გამო. ერთმნიშვნელოვნად მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ამ სტანდარტით არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს,”-აცხადებს მარგველაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ხმათა 40.48% მიიღო, რაც რაოდენობრივად 780 633 ხმაა. ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.