დღეს, 29 ნოემბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე თბილისში Swatch-ის მაღაზია გაქურდეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით [ქურდობა] მიმდინარეობს.
ნეტგაზეთი დაუკავშირდა Swatch-ის წარმომადგენელს, რომელმაც გვითხრა, რომ ჯერჯერობით მაღაზია დახურულია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მისი თქმით, ზარალი არაერთი ათასი ლარი იქნება. რაც შეეხება თავად მაღაზიას, მომხდარის შედეგად მას დაზიანებული აქვს ვიტრინა და კარი.
Swatch-ის მაღაზია გმირთა მოედანზე, თბილისის ცირკთან ახლოს მდებარეობს.