საქართველოს ბანკის Express სერვისცენტრში მომხმარებელი ოპერატიულად სარგებლობს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა – მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ყოველდღე- დილის 9.00 საათიდან 21.00 საათამდე, შაბათ–კვირას – 10.00 საათიდან 18.00 საათამდე, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი Express Pay-ი და ბანკომატი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის უკვე 48 Express სერვისცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვისცენტრში 6 ადამიანი დასქამდა.
დამატებითი ინფორმაცია Express სერვისცენტრების ქსელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.expressbank.ge