ახალი ამბები

ნოდარ ხადური აპრილში ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს განმარტავს

10 ივნისი, 2014 •
ნოდარ ხადური აპრილში ეკონომიკური ზრდის დაბალ მაჩვენებელს განმარტავს

“სამწუხაროდ, ზოგიერთმა სააგენტომ არასრულად გაავრცელა ეს განცხადება, ვინაიდან მე, ცხადია, არ მითქვამს, რომ მხოლოდ კაზინოების ბრალია ის, რომ საქართველოს ეკონომიკაში აპრილში იყო დაწევა, მე ვთქვი, რომ ბევრი ფაქტორია და მათ შორის აღვნიშნე ერთ–ერთი. გასაგებია და ყველა მიხვდება, რომ არ შეიძლება მარტო ერთი სექტორის დამსახურება იყოს ის, რომ აპრილში არ იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, თუმცა უნდა გითხრათ, რომ კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის სექტორში, მათ შორის სათამაშო ბიზნესში იანვარ–აპრილში არის 13%–იანი კლება, ხოლო საფინანსო საქმიანობის სექტორში- დაახლოებით 1.5%–იანი კლება”, – აცხადებს ნოდარ ხადური.

მისივე თქმით, 2014 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 6.9 მილიარდი ლარი იყო, ხოლო 2014 წლის იანვარ–აპრილში ეკონომიკის აქტივობა დარგების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა.  სოფლის მეურნეობა – 31%, მშენებლობა – 28.6%, ოპერაციები უძრავი ქონებით და იჯარით – 19%, სამთო და დამამუშავებელ მრეწველობაში – 14%.

 

შეგახსენებთ, რომ ნოდარ ხადურმა, 6 ივნისს განაცხადა, რომ აპრილში 2.7%–იანი ზრდა კაზინოების და სათამაშო ბიზნესის შემცირებულმა ბრუნვამ გამოიწვია.

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

მასალების გადაბეჭდვის წესი