ახალი ამბები

4 მაღაროელი, რომელმაც ტყიბულში დამწვრობა მიიღო, რეანიმაციაშია მოთავსებული

10 ივნისი, 2014 •
4 მაღაროელი, რომელმაც ტყიბულში დამწვრობა მიიღო, რეანიმაციაშია მოთავსებული

როგორც დამწვრობის ცენტრში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, 4 მაღაროელი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული:

 

“ოთხი მათგანი რეანიმაციაში წევს, ხოლო ერთი- პალატაში. ხელები და სახე აქვთ დამწვარი ძირითადად, ერთს ხელები, ფეხები, სახე, ზურგი. მძიმეა მათი მდგომარეობა, რადგან რეანიმაციაში იმყოფებიან”, – აცხადებენ დამწვრობის ცენტრში.

 

შემთხვევა, რა დროსაც 7 მაღაროელი დაშავდა, მინდელის სახელობის მაღაროში გუშინ მოხდა. პროფკავშირების წარმომადგენლის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით ერთი მუშა ნახშირის მტვრის აალების შედეგად დაიწვა, ხოლო შემდეგ, მეთანის ამოფრქვევამ კიდევ 6 მაღაროელი დააზიანა. დაშავებულთა ნაწილი ტყიბულის საავადმყოფოში რჩება.

ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება
ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი