ახალი ამბები

შსს–მ საქართველო–თურქეთის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

10 ივნისი, 2014 •
შსს–მ საქართველო–თურქეთის საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები კირნათის სასაზღვრო სექტორის დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო-საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.


ერთ–ერთი პირი, ვარდენ რ. საზღვრის კვეთისას დააკავეს, ხოლო მეორე, ზურაბ ქ. გაიქცა და მიიმალა. სამართალდამცველებმა ის ბათუმში დააკავეს.


შსს–ს ინფორმაციით, ზურაბ ქ. ქობულეთის რაიონული სამმართველოს მიერ 2010 წლის 11 იანვრიდან ქურდობისთვის იძებნებოდა.

 

გამოძიება საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი