ახალი ამბები

ტყიბულში საწარმოო პროცესისას 7–მა მაღაროელმა დამწვრობა მიიღო

9 ივნისი, 2014 • • 1377
ტყიბულში საწარმოო პროცესისას 7–მა მაღაროელმა დამწვრობა მიიღო

“7 მეშახტეა დაშავებული, დაახლოებით 17:00 საათზე დაშავდა ერთი და 1 საათის შემდეგ- დანარჩენი 6. ჩემი წარმომადგენელი არის საავადმყოფოში. როგორც გვითხრეს, მინდელის მაღაროს მე–3 უბანზე ერთ–ერთ სამრეწველო ნაწილში გაჩნდა ხანძარი, ნახშირის მტვერი აალდა, იქ მუშაობდა ეს ბრიგადა. სამთო დარტყმის შედეგად ტალღამ ერთ–ერთი მაშველი ისროლა, რომელმაც სახის დამწვრობა მიიღო, დაახლოებით 1 საათის შემდეგ კი მეთანი გამოიფრქვა და აალდა და ხელები და სახე  დაიწვა კიდევ 6–მა მეშახტემ . ამ 6–დან 2 შედარებით მძიმედაა, ერთ–ერთი მათგანი უბნის უფროსია, რამდენიმეს მალე რეანომობილებით თბილისში გადმოიყვანენ”, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

 

მისივე თქმით, ყველა დაშავებული ამ წუთებში ტყიბულის საავადმყოფოში იმყოფება.

 

ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება
ტყიბულის მაღარო/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი