11:00 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.
მის: გორგასლის ქ. #16, VI სართ., ფინანსთა სამინისტრო
11:00 საათზე, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, მთავრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭახათში, მდინარე კინტრიშაზე “კინტრიშაჰესის” მშენებლობის დაწყების ცერემონიას დაესწრებიან.
11:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ქართული ოცნების” თემქის მაჟორიტარობის კანდიდატი ჯაბა სამუშია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
11:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ზურაბ ხარატიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: 5 დღე არჩევნებამდე, პოლიტიკური პროცესები .
11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საზოგადოება “თბილისელის” თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საზოგადოება “თბილისელის” პრეზენტაციასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
11:30 საათზე, “პირველ პრესკლუბში” კოალიცია “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატი ბესო დანელია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები, წინასაარჩევნო გარემო.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ბლოკ “არასაპარლამენტო ოპოზიციის” მთაწმინდის მაჟორიატრობის კანდიდატი ნინო ბორჩხაძე განცხადებას გააკეთებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12:00 საათზე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელ ნერმინ ნიშიჩთან ერთად საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, სადაც საზოგადოებას შშმ პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებულ აქტივობებს გააცნობს.
სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერია”
12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ჟურნალი Forbce Georgia, ERNST&YOUNG-თან ერთად საქართველოს საბანკო სექტორის მიმოხილვას და რეიტინგებს წარადგენს.
12:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში ერთიანი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ბრიფინგს გამართავს.
12:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “პატრიოტთა ალიანსის” თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს.
13:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი კახი კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ბოლო პერიოდის პოლიტიკური დაპირისპირებები და თვითმმართველობის არჩევნები.
13:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო უფლებათა დაცვის ასოციაციის” თავმჯდომარე დავით ჩიხლაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: 2014 წლის 1-ელიდან 7 ივნისამდე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო უფლებათა დაცვის ასოციაციამ” არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის დაკვათით ჩაატარა სოციოლოგიური გამოკითხვა ადგილობრივ თვითმმართველობის თემაზე.
13:20 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს.
13:30 საათზე, პარტია “მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგს გამართავს.
თემა: წინასაარჩევნო კამპანიის შეჯამება და ინიციატივები ხელისუფლებას. მისრუსთაველის გამზ. #32
საკონტაქტო ტელ: 551 89 89 65
13:30 საათზე, “აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდის” პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც ვახტანგ ყოლბაია, მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ალ. ყაზბეგის გამზ. #42
14:00 საათზე, სასტუმრო “რედისონში”, კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თანამშრომლობით რიგით მესამე ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმი გაიხსნება.
14:30 საათზე, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის “შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება საგადასახადო სფეროში” პრეზენტაცია გაიმართება.
15:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური დაცვის ლიგა“, თვითმმართველობის არჩევნებში შშმ პირთა ჩართულობის ზრდასა და ინფორმირებასთან დაკავშირებული პროექტის პრეზენტაციას გამართავს.
17:00 საათზე, ელიავას ბაზრობაზე, 156-ე ჯიხურთან (მანქანის ნაწილები) გაიმართება არტ პროექტ “აღმოაჩინე ელიავას” პირველი ეტაპის შემაჯამებელი გამოფენა “ავტოპიის ციკლი”.
17:30 საათზე, რესტორან “ფუნიკულიორში” საქართველოს ხარისხის ასოციაციის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ხუთ ქართულ კომპანიას “ხარისხის ნიშნის” სერტიფიკატი სამი წლის ვადით გადაეცემა.