ახალი ამბები

გიგი წერეთელი: ცაგერში “ნაცმოძრაობის” ლიდერებს კვერცხები დაუშინეს

9 ივნისი, 2014 • • 1122
გიგი წერეთელი: ცაგერში “ნაცმოძრაობის” ლიდერებს კვერცხები დაუშინეს

“დღეს ჩვენ ვისმენდით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ წინასაარჩევნოდ ძალადობის ფაქტები დაუშვებელია და ყველა ასეთი ფაქტი უნდა იყოს გამოძიებული. ამ განცხადებებიდან დაახლოებით ერთ საათში “ნაცმოძრაობის” ლიდერებს კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს. ისინი შეეცადნენ წინასაარჩევნო შეხვედრის ჩაშლას, ამ ადამიანების ვინაობა ჩვენ ვიცით. ესენი არიან ქართული ოცნების ადგილობრვი აქტივისტები. ვნახოთ, როგორ გამოიძიებს ხელისუფლება ძალადობის ამ ფაქტებს, ეს იქნება მორიგი ტესტი ამ მთავრობის,”- განაცხადა წერეთელმა. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადების თანახმად, ამოცნობილი პირები არიან ლაშა კვირკველიშვილი, გოგიტა ახვლედიანი, რამაზ მირცხულავა, მირიან ხეცუარიანი, თენგიზ ახვლედიანი, ნოდარ ახვლედიანი და მამუკა ჩიქოვანი, რომლებიც “ნაცმოძრაობის” განმარტებითვე, ქართული ოცნების აქტივისტები და დეპუტატობის კანდიდატები არიან. 


მასალების გადაბეჭდვის წესი