ახალი ამბები

დეპუტატი – ჟურნალისტს: ჯაბა, ცოლი გყავს შენ? იცი რა ხმები დადის შენზე?

9 ივნისი, 2014 • 1358
დეპუტატი – ჟურნალისტს: ჯაბა, ცოლი გყავს შენ? იცი რა ხმები დადის შენზე?

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას. ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და უნდა ვუთხრა, რომ შენ, ჯაბა ანანიძე რომ აფურთხებ ცხვირ-პირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას როგორ არ გრცხვენია. აი. რამდეხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი მეთქი ვეტყვი პროკურორს და მედეა ვასაძე მეთქი.  

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ?

 

ჟურნალისტი: არა

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ახლა რა მინდა გითხრა მე შენ. ქალაქში რა ხმები დადის შენზე იცი?

 

ჟურნალისტი: რა ხმები დადის?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: იცი რა ხმები დადის? რომ საეჭვო მიხვრა მოხვრა აქვსო ჯაბასო.

 

ჟურნალისტი: რას ნიშნავს საეჭვო მიხვრა მოხვრა?

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი:  აი ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვის ქვეშ. 

 

 

 

მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 

 

 

 

უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიერ განხორციელებულ მუქარაზე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ჟურნალისტის განცხადებით, მედეა ვასაძის ზარი მის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა.

 

ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით” ტვ 25-ის ეთერში 8 ივნისს გავიდა.

 

ჯაბა ანანიძე
ჯაბა ანანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი