ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “იტარ–ტასი” ავრცელებს.
ეს ინფორმაცია “იტარ–ტასს” რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა მიაწოდა.
“გამოძიების მასალებით, საქართველოს ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა, შს მინისტრმა მერაბიშვილმა და სხვებმა დაისახეს მიზნად გაენადგურებინათ ოსები, რომლებიც ცხოვრობენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე” – განუცხადა “იტარ–ტასს” მარკინმა.
“მათი ბრძანებით, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრეოებმა დაიწყეს სამოქალაქო ობიექტების და რუსეთის მშვიდობისმყოფელების მიმართულებით სროლა. გამოიყენეს ტანკები და არტილერია. საქართველოს მხარეს იბრძოდნენ უკრაინელები და ორგანიზაცია “უნა–უნსოს” წარმომადგენლები” – აცხადებს მარკინი.
“იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში მთავრობა შეიცვლა, საგამოძიებო კომიტეტი განიხილავს დადგენილების გამოტანის საკითხს, რომ სამხრეთ ოსეთში 2008 წელს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელ პირებზე გამოცხადდეს ძებნა” – აცხადებს მარკინი.
“იტარ–ტასის” ცნობით, 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში დაიღუპა 162 მშვიდობიანი მოქალაქე და 10 რუსი მშვიდობისმყოფელი. დაიჭრა 55 მოქალაქე და 42 რუსი მშვიდობისმყოფელი.







