მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით ედება (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება).
რაც შეეხება ხელწერილით გათავისუფლებულ 13 პირს, მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 45-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე) ედებათ.
აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ვადით 30 დღემდე.
გუშინ, 8 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 ივნისის აქციის 16 მონაწილე აიყვანა და ნარკოლოგიურში გადაიყვანა. შსს-ს ცნობით, პოლიცია მეზობლებმა გამოძახეს.





