“750 კაცამდე არის მაქსიმალური რაოდენობა, რომელიც საქართველო ავღანეთის მომავალ მისიაში ეყოლება. ბოლო ორი წლის განმავლობაში აქტიურად ვწვრთნიდით და გადავცემდით ეტაპობრივად იმ პოზიციებს, რომელიც ავღანეთში გვქონდა დაკავებული. ეს ნატოს საერთო გეგმაში იყო ჩამჯდარი და სწორედ ასე ვითარდებოდა პროცესები. ეს არის ლოგიკური გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც რაღაც ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო ქართული მხარის მიერ, ეს პირდაპირ ეხმიანება იმ ლოგიკას, რა ლოგიკითაც უნდა განვითარდეს ნატოს ახალი, არასაბრძოლო მისია ავღანეთში”.– განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
თავდაცვის სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ თავად ნატოს მისია იცვლება, იგი აღარ იქნება საბრძოლო და ახალი მისია მხოლოდ წვრთვნებს მოიცავს. უწყების განცხადებით, კონტიგენტის შემცირება სწორედ მისიის ცვლილებითაა განპირობებული.




