“სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე მიტანილი აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ ხელისუფებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა. მთავრობისათვის, თითოეული პარტიისა და საარჩევნო ოლქისათვის მნიშვნელოვანია, შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ რეგიონში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაში”.–ნათქვამია განცხადებაში
“შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივნისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” სარჩელი და მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება აკმამედ იმამკულიევის კანდიდატურა რეგისტრაციიდან მოხსნასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი 5 ივნისს მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციიდან მოხსნა. ნაციონალური მოძრაობის ცნობით, მათი გამგებლობის კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნა არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაციამ” მოითხოვა, რომელსაც ადვოკატი ემზარ პაქსაძე წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი ეყრდნობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 167-ე მუხლს, რომლის თანახმად კანდიდატი მუდმივად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში ბოლო 2 წლის მანძილზე. მარნეულის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მიიჩნია, რომ ნაცმოძრაობის გამგებლობის კანდიდატს ეს მოთხოვნა დარღვეული აქვს.