ახალი ამბები

შსს 2 ივნისის აქციის 16 მონაწილის აყვანის საქმეზე: პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს

8 ივნისი, 2014 •
შსს 2 ივნისის აქციის 16 მონაწილის აყვანის საქმეზე: პოლიცია მეზობლებმა გამოიძახეს

უწყების განცხადებით, საქმე სისხლის სამართლის 260–ე, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, მუხლით აღიძრა.


დღეს, 8 ივნისს, 2 ივნისის აქციის 16 მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო სახლში გამართულ “ივენთზე” აიყვანა და ნარკოლოგიურში შესამოწმებლად გადაიყვანა. 

 

პოლიციის მიერ აყვანილი პირები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციის მანქანებში ჰყავთ და ელოდებიან მათ შემოწმებაზე გადაყვანას.

 

“არავინ ჰყავთ ნარკოლოგიურში შეყვანილი, პოლიციის მანქანებში ჰყავთ, აქ არის დაახლოებით 16–მდე გოგონა და ბიჭი, ახალგაზრდები არიან ყველანი, ძირითადად სერიალ “ჩემი ცოლის” დაქალებზე” მომუშავე გუნდია. ჰქონდათ ფართი და კერძო საკუთრებაში შევიდა პოლიცია”.– განუცხადა 2 ივნისის მოძრაობის წარმომადგენელმა ლექსო მაჭავარიანმა “ნეტგაზეთს”

 

შსს–ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ყველა პირს ეტაპობრივად შეამოწმებენ, თუმცა შეკითხვას, თუ რატომ ჰყავდათ ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მანქანებში და მათი შემოწმება რატომ გაჭიანურდა, უწყებაში არ უპასუხეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი