ახალი ამბები

2 ივნისის აქციის 16 მონაწილე პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა

8 ივნისი, 2014 •
2 ივნისის აქციის 16 მონაწილე პოლიციამ ნარკოლოგიურში გადაიყვანა

2 ივნისის მოძრაობამ მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით აქცია მთავრობის კანცელარიასთან გამართა, მოძრაობის წარმომადგენელმა ლექსო მაჭავარიანმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ამ დროისთვის (17:19) პოლიციის მიერ აყვანილი პირები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან პოლიციის მანქანებში ჰყავთ და ელოდებიან მათ შემოწმებაზე გადაყვანას.

 

“არავინ ჰყავთ ნარკოლოგიურში შეყვანილი, პოლიციის მანქანებში ჰყავთ, აქ არის დაახლოებით 16–მდე გოგონა და ბიჭი, ახალგაზრდები არიან ყველანი, ძირითადად სერიალ “ჩემი ცოლის” დაქალებზე” მომუშავე გუნდია. ჰქონდათ ფართი და კერძო საკუთრებაში შევიდა პოლიცია”.– განუცხადა ლექსო მაჭავარიანმა “ნეტგაზეთს”

 

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც აყვანისას პირებს პოლიციამ განუმარტა, არის ის, რომ ეჭვი არსებობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე.  “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია, რის საფუძველზე მოხდა კერძო საკუთრებაში შესვლა და 16 პირის ნარკოლოგიურში გადაყვანა, პასუხი მიღებისთანავე “ნეტგაზეთი” ინფორმაციას განაახლებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი