ახალი ამბები

აშშ საქართველოს “ბორდერიზაციით” დაზარალებულთა დასახმარებლად 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

8 ივნისი, 2014 •
აშშ საქართველოს “ბორდერიზაციით” დაზარალებულთა დასახმარებლად 5 მილიონ დოლარს გამოუყოფს

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართელოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების ძლიერი მხარდამჭერია. აშშ ასევე მხარს უჭერს საქართველოს, გააძლიეროს უსაფრთხოება და წინ აღუდგეს გარე ზეწოლას. ამ მიზნების მხარდასაჭერად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე–პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 ივნისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ დამატებით 5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ამ თანხით კი დაეხმარებიან იმ პირებს, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან “ბორდერიზაციის” დაზარალდნენ. თანხა ასევე მოხმარდება დამოუკიდებელ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობი გაზრდას, ეროვნული ერთობის ხელშეწყობას, სამართლებრივი ინსტიტუტების რეფორმის გაძლიერებას”– ნათქვამია განცხადებაში

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს 2014 წელს 65 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება აქვს გაწეული. 

მასალების გადაბეჭდვის წესი