ახალი ამბები

ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება დაიწყო

7 ივნისი, 2014 •
ბათუმში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით შსს–მ გამოძიება დაიწყო

გიორგი ბარამიძე, გიგა ბოკერია და გიგი უგულავა ბათუმში მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი თავართქილაძის საარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ, როდესაც ადგილზე მივიდნენ მოქალაქეები და მათ  26 მაისი გაახსენეს: „თქვენ ალყა შემოარტყით რუსთაველს და ხალხს სიცოცხლის უფლება მოუსპეთ“- ამ პრეტენზიებს ყოფილი ხელისუფლების ლიდერებს დათო ლორია და ჯემალ დუაძე უყენებდნენ. სწორედ მათ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს შორის მოხდა დაპირისპირება. 

 

„თუ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, იგივე განმეორდება. იტყვი რამეს და დაგარბევენ, გაწამებენ და უარეს შემთხვევაში სიცოცხლეს მოგისპობენ“-ამბობდნენ ჯემალ დუაძე და დათო ლორია. ჯემალ დუაძე ჟურნალისტებს ყოფილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაეცნო, დათო ლორია კი, როგორც მან განაცხადა, ახალგაზრდული სახალხო მოძრაობის დაფუძნებელია აჭარაში. 

 

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები აცხადებდნენ, რომ ადგილზე არ იყო მობილიზებული პოლიცია. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შსს–ს, რათა გაერკვია პოლიციის არყოფნის მიზეზი, თუმცა უწყებაში ჯერჯერობით მხოლოდ გამოძიების დაწყება დაადასტურეს. 

 

სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლი განმარტებულია როგორც ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებულ შედეგი, (ჯანმრთელობის განძღახ მსუბუქი დაზიანება) ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი