დაკავებული რამაზ პავლიაშვილს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორის თანამდებობა ეკავა.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორი რამაზ პავლიაშვილი ამავე დაწესებულების პატიმარ გ.დ-ს დაჰპირდა, რომ დახმარებას გაუწევდა პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაში, რისთვისაც მან მოითხოვა და აიღო 1000 აშშ დოლარი”.– ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




