ახალი ამბები

ჩოხატაურის კულტ.მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელს ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

27 ნოემბერი, 2018 • 1712
ჩოხატაურის კულტ.მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელს ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა სქრინშოთი მოკლე ტექსტური შეტყობინებისა, რომლითაც ადამიანი, რომელიც წერს, რომ ჯონი ჰქვია, წერილის ადრესატს მოუწოდებს, მისმა თანამშრომლებმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.

ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ ნომერი, რაც სქრინშოტზეა მითითებული, ეკუთვნის ჯონი უჯმაჯურიძეს, რომელიც  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის არაფორმალური განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია.

sms-ის სქრინშოთი

უჯმაჯურიძე ნეტგაზეთთან საუბრისას უარყოფს, რომ მსგავსი შინაარსის წერილი გააგზავნა.

“ჩემგან როგორ მიიღეს? გამორიცხულია”, – გვითხრა მან და დასძინა, რომ არ უნახავს ის სქრინშოთი, რაზეც ჩვენ მივუთითებდით.

“ჩემგან ნამდვილად არ არის გაგზავნილი, ჩემი ტელეფონი აქვს ვიღაცას ალბათ მითითებული”, – გვითხრა მან.

ნეტგაზეთმა მას ფეისბუკზე გაუგზავნა სქრინშოთი. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავურეკეთ და ვკითხეთ, მას შემდეგ, რაც ნახა, რომ მისი ნომერი იყო მითითებული, კვლავ უარყოფს თუ არა, რომ მან გააგზავნა წერილი. უჯმაჯურიძემ კვლავ გაიმეორა, რომ ეს წერილი მას არ გაუგზავნია.

უჯმაჯურიძის თქმით, არ გამორიცხავს, რომ მისი ტელეფონიდან “ვინმე სხვამ” გაგზავნა ეს წერილი.

შენიშვნა: სათაური შესწორდა, რადგან თავდაპირველ ვარიანტში ჩოხატაურის კულტ.მემკვიდრეობის ცენტრის დირექტორი ეწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი