ახალი ამბები

9,4 მეგავატის სიმძლავრის “ახმეტაჰესი” ექსპლუატაციაში გაეშვა

7 ივნისი, 2014 •
9,4 მეგავატის სიმძლავრის “ახმეტაჰესი” ექსპლუატაციაში გაეშვა

“მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთის. იმისთვის, რომ საქართელო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს,  დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. საინტერესო კომპანიაა, ვინც ეს პროექტი განახორციელა. ბულგარული ჰიდროლეა, რომელსაც სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც აქვს განსახორციელებელი.– განცხადა კალაძემ. 


ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 9,4 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება კი, დაახლოებით 50 მილიონი კილოვატსაათი, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 9,8 მილიონ აშშ დოლარია. “ინვესტიცია ბულგარულმა კომპანია „ჰიდროლეამ“ ადგილობრივი ბანკებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანადაფინანსებით განახორციელა”.– ნათქვამია განცხადებაში.

 

ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა 2013 წლის ივლისში დაიწყო.   სამინისტროს ინფორმაციით, მშენებლობის პერიოდში სხვადასხვა ეტაპებზე დასაქმდა 250 ადამიანი, მათ შორის 150 ადგილობრივი მოსახლე. ამჟამად სადგურის პერსონალი 8 მუდმივ და 12 დროებით დაქირავებულ თანამშრომელს მოიცავს, რომელთა შორის უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი