“უკრაინელი ხალხის დიდი მსხვერპლის მიუხედავად, მე არ მინდა ომი და არ მინდა რევანში”– განაცხადა მან.
პრეზიდენტმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მყოფ სეპარატისტებს განიარაღებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, იგი სისხლის სამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების გარანტიას აძლევს ყველას, ვისაც უშუალოდ “არ აქვს სისხლით ხელი გასვრილი”
პორპშენკოს განცხადებით, არავითარი განხილვა უკრაინის ტერიოტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით არ იქნება:
“ყირიმი არის, იყო და იქნება უკრაინის მიწა”– განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ ყირიმის ანექსია რამდენიმე თვის წინ რუსეთმა განახორციელა, ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს მსოფლიო არ აღიარებს.

პოროშენკომ ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სწორედ იანუკოვიჩია პასუხისმგებელი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე.
პიოტრ პოროშენკოს ინაუგურაციას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ესწრება, რუსეთი კი ინაუგურაციაზე ელჩის სახითაა წარმოდგენილი.
BBC-ის ინფორმაციით, თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში პოროშენკოს პრეზიდენტად არ აღიარებენ. ისინი დონეცკის ოლქს უკრაინის ტერიტორიად არ განიხილავენ და თავი დამოუკიდებელი სახელმწიფო ჰგონიათ. მათივე განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, რაზე ისაუბრეს პიოტრ პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა პარასკევს, 6 ივნისს გამართულ შეხვედრაზე საფრანგეთში და რომ ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლას აგრძელებენ.
“ბუნებრივია, შეხვედრის საერთო ტონი დაძაბული იყო, თუმცა შეხვედრის პოზიტიურ ასპექტი გახლავთ ის, რომ დიალოგი დაიწყო. მე შემიძლია ვთქვა, რომ მოლაპარაკებებს ვიწყებთ”–განაცხადა პოროშენკომ პუტინთან 15-წუთიანი შეხვედრის შემდეგ.
პუტინის განცხადებით კი, იგი მიესალმება პოროშენკოს პოზიციას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლისღვრის დაუყოვნებლივ შეწყვეტას გულისხმობს. მისი შეფასებით, ეს უკრიანის მთავრობის “სადამსჯელო ოპერაციას” დასასრულს ნიშნავს.
” თუ ეს დამოკიდებულება გაგრძელდა, გაჩნდება სივრცე ჩვენი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში განვითარების კუთხითაც”.– განაცხადა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრება.




