ახალი ამბები

ვაშაძის შემდეგ, მიტროპოლიტი იობი გახარიას შეხვდა

27 ნოემბერი, 2018 • 3456
ვაშაძის შემდეგ, მიტროპოლიტი იობი გახარიას შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, მის მოადგილე კახაბერ საბანაძესთან ერთად, რუის-ურბნისის ეპარქიაში გუშინ, 26 ნოემბერს იმყოფებოდა.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით  მიტროპოლიტმა იობმა 25 ნოემბერს იქადაგა.

“თქვენ იცით, რომ ახლა არჩევნები ტარდება. ფიქრობენ თითქოს, რომ რაღაც არეულობა მოხდება. არანაირი არეულობა არ მოხდება. ჩვენ მშვიდად უნდა შევხვდეთ, უნდა ვილოცოთ ღვთის წინაშე, რომ ვინც ღირსეული არის და ვინც ღვთისათვის სათნო იქნება, ის იქნას არჩეული. არავისი კარნახით, არავისი ძალდატანებით არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ რასაც სინდისი გვეუბნება, სწორედ იმ კანდიდატს უნდა მივცეთ ხმა. ვინც ვიღაცებს აიძულებს ხმის მიცემას თანხის ან მოწოდების საშუალებით, ის ერთობისთვის არ იბრძვის. ის ემსახურება თავის ინტერესებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ იყოს მშვიდობა ქვეყანასა ზედა, რომ უფალმა მოგვცეს ის ხელისუფალი, რომელიც ქვეყანას გამოადგება, რომელიც ღვთისათვის სათნო იქნება”, – განაცხადა მიტროპოლიტმა იობმა.

ამავე თემაზე:

გრიგოლ ვაშაძე მეუფე იობს შეხვდა

მასალების გადაბეჭდვის წესი