ახალი ამბები

“ევროპული საქართველო” პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს შეიტანს

26 ნოემბერი, 2018 • 1501
“ევროპული საქართველო” პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს შეიტანს

საპარლამენტო უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის პროექტის შეტანას გეგმავს, რომლის მიზანიც, როგორც “ევროპული საქართველოს” დეპუტატი, გიორგი კანდელაკი ამბობს, უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის აქტს შეაფასებაა.

დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი რეზოლუციით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან გაიწვიოს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსია და შეწყვიტოს დონბასში სამხედრო მოქმედებები.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. საქართველოს მთავრობას კი მოუწოდებს, უკრაინის მთავრობასთან ერთად, გასწიოს აუცილებელი დიპლომატიური სამუშაო რათა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომავალში შემოღებული სანქციების მიზეზებსა და მოთხოვნებში მოხვდეს საქართველოს დეოკუპაციის, დევნილთა დაბრუნების და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხი.

დამტკიცების შემთხვევაში, რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, განუხრელად განაგრძოს უკრაინისმხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში.


რეზოლუციის პროექტის ტექსტი, რომელიც პარლამენტში “ევროპული საქართველოს” დეპუტატის განცხადებით, დღეს უნდა შევიდეს, სრულად:

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია

  • ვინაიდან 2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის ფედერაციამ მორიგი აგრესიული ნაბიჯი გადადგა უკრაინასთან მიმართებაში, დაესხა რა თავს უკრაინულ ხომალდებს, რომლებიც ცდილობდნენ ქერჩის სრუტეში გადაადგილებას;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ დაკეტა ქერჩის სრუტე და შეზღუდა იქ გადაადგილების თავისუფლება;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაციამ ცეცხლი გახსნა უკრაინული ხომალდების მისამართით, რასაც მოყვა უკრაინის ხომალდების დაზიანება, უკრაინელი სამხედროების დაშავება და ტყვედ აყვანა;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ქერჩის სრუტის უკანონო მილიტარიზაციას;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაციის მიერ ქერჩის ხიდის აშენება ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს და განხორციელდა უკრაინის თანხმობის გარეშე მისი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევით;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მინსკის ხელშეკრულებებით აღებულივალდებულებების უხეშად დარღვევას;
  • ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს უკრაინის განუყოფელი რეგიონის, ყირიმისუ კანონო ანექსიას, უკრაინის წინააღმდეგ ძალის უკანონოდ გამოყენებას დონბასში დალუგანსკის და დონეცკის რაიონების ნაწილის მილიტარიზაციას, იქ თავისუფალიგადაადგილების შეზღუდვას და სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას,

საქართველოს პარლამენტი:

  • მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობასსაერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
  • გმობს რუსეთის ფედერაციის მორიგ აგრესიულ ქმედებებს ქერჩის სრუტეში;
  • მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში აყვანილი უკრაინელი სამხედროები;
  • მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას აღადგინოს თავისუფალი გადაადილება ქერჩის სრუტეში და მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია;
  • მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას უკან გაიწვიოს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონოანექსია და შეწყვიტოს დონბასში სამხედრო მოქმედებები;
  • მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას სრულად შეასრულოს მინსკის ხელშეკრულებითაღებული ვალდებულებები;
  • მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, უკრაინის მთავრობასთან ერთად, გასწიოს აუცილებელი დიპლომატიური სამუშაო რათა რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მომავალში შემოღებული სანქციების მიზეზებსა და მოთხოვნებში მოხვდეს საქართველოს დეოკუპაციის, დევნილთა დაბრუნების და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების საკითხი;
  • მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას განუხრელად განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში.
  • ვრცლად ამ თემაზე:

რუსეთი უკრაინული გემებისთვის ცეცხლის გახსნას ადასტურებს

მასალების გადაბეჭდვის წესი