ახალი ამბები

მინისტრის თქმით, “ალბათ უნდა ვენდოთ საქსტატს”, რომელიც ამბობს, რომ სამუშაოები შემცირდა

6 ივნისი, 2014 •
მინისტრის თქმით, “ალბათ უნდა ვენდოთ საქსტატს”, რომელიც ამბობს, რომ სამუშაოები შემცირდა

 ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქსტატის ინფორმაციას, ალბათ, უნდა ვენდოთ, თუმცა კვლევის მეთოდოლოგიას იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

 

“უამრავი ახალი პროექტია დაწყებული, არც ერთი დიდი პროექტი არ გაჩერებულა გარდა თბილისის შემოვლითი რკინიგზის, სადაც დამატებითი ანალიზი კეთდება. უამრავი ახალი პროექტი დაიწყო, მათ შორის თბილისში 7 სასტუმრო შენდება. ასევე შენდება სასტუმროები ბათუმში, გუდაურში ყაზბეგში და ასე შემდეგ… როემლი ერთი ჩამოვთვალო. დამერწმუნეთ: ქვეყანაში მხოლოდ დადებითი ტენდენცია იქნება. მე ვერ გეტყვით, შემცირდა თუ არა სამუშაოთა რაოდენობა, თუმცა ალბათ სტსატისტიკის სამსახურს უნდა ვენდოთ, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდით ჩატარდა კვლევა, მე კითხვის ნიშნები მიჩნდება”, – ასე უპასუხა კვირიკაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ უკავშირდება ბიზნეს-სექტორში სამუშაო ადგილების შემცირება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის გაჩერებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი