ახალი ამბები

რუსთავში ვაშაძის შტაბის წარმომადგენლის სახლს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

25 ნოემბერი, 2018 • 1774
რუსთავში ვაშაძის შტაბის წარმომადგენლის სახლს მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს

რუსთავში, მე-17 მიკრორაიონში, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის საცხოვრებელ სახლს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. შემთხვევა დღეს, 25 ნოემბერს, საღამოს მოხდა.

ცეცხლმოკიდებული ბოთლი სახლის აივანზე[I სართული] დაეცა და აალდა, თუმცა ოჯახმა ცეცხლის ჩაქრობა საკუთარი ძალებით მოახერხა.

როგორც “ნეტგაზეთს” გრიგოლ ვაშაძის რუსთავის შტაბში განუცხადეს, ბინის პატრონი ქალაქის მეორე ოლქის მეორმოცე საარჩევნო უბნის ხელმძღვანელია გაერთიანებული ოპოზიციიდან.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობს საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი