“პროგრამა “აწარმოე საქართველოში” 4 დღეა, რაც დაიწყო და უკვე 2 განაცხადი გავიტანეთ სახელმწიფო ქონების გადაცემაზე. ეს არის მცირე საწარმოები. ერთი არის პლასტიკის მწრმოებელი ქარხანა, ეს არის სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონეტეინერების წარმოება და ძალიან საინტერესოა. კასპში კეთდება ეს საწარმო. მეორე გახლავთ რუსთავში საფეიქრო, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის და ტყავის გადამამუშავებელი ასევე მცირე საწარმო.

ჩვენ სახელმწიფო ქონების საკითხი გამოვიტანეთ, დანარჩენი უკვე ბანკებთან არის ხელმოწერილი მემორანდუმი და აგრძელებენ ამ ურთიერთობას”, – განაცხადა კვირკაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტების სავარაუდო ღირებულება ნახევარი მილიონი ლარი იქნება.