როგორც კვირკაშვილმა განაცხადა, საუბარი იქნება სამი ძირითადი მიმართულებით:
“ეს არის კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მეორე – ადამიანური კაპიტალის განვითარება, რაც ძალიან მნშვნელოვნია, რადგან ჩვენ გვაქვს პერიოდული დისბალანსი სამუშაო ძალის მოწოდებასა და სამუშაო ბაზრის მოთხოვნას შორის. მესამე არის ფინანსების ხელმისაწვდომობა”.

კვირიკაშივლის თქმით, საუბარი იქნება რამდენიმე პრინციპულ საკითხზე, მათ შორის იმსჯელებენ პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში სამი პროექტის დასამტკიცებლად:
“ერთი არის საფეიქრო წარმოება, მეორე- პლასტიკის, მესამე-წვრილი მეწარმის წინადადება, რომელიც რეიგონებში წვრილი მეწარმეობის განვითარებას ითვალისწინებს”.
მინისტრის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ასევე იქნება საუბარი 550 დევნილი ოჯახისთვის საქრთველოს მთელ ტერიტორიაზე საცხოვრებელი ფართების გადაცემასთან დაკაშირებით და ცვლილებაზე ქონების მართვის სააგენტოს მიერ რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით.








