როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პირველ ეტაპზე სერვისს შესთავაზებენ თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და მცხეთა–მთიანეთის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფ არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებს.
“ტატუების მოშორების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ პრობაციის შესაბამის ბიუროებს, სადაც ისინი ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ. განცხადებების მიღება დაიწყება 6 ივნისიდან და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს არასრულწლოვანებსა და მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.